“იმედი მაქვს, მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებზე შევჯერდებით”

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის აზრით, სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარებიდან მთავარი გამოსავალი იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმების მესამე ტალღის დაჩქარებაა.
მოსამართლეთა შერჩევის საკითხსა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
“ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართავთ, ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს ჩვენი რეკომენდაციები. რეკომენდაციები რამდენჯერმე გადავუგზავნეთ. იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მოხდება გათვალისწინება და მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებზე შევჯერდებით ისე, რომ არ იყოს ეს პროცესი ფორსირებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენ გვაქვს შანსი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ევროპაში გავიტანოთ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ