„იმედი მაქვს, ყველა დამნაშავე რეალურად იქნება დასჯილი“ – ჯეჯელავა საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე

ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენტარით ეხმაურება. ჯეჯელავას თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის სასულიერო პირების მონაწილეობით:

“სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, მით უმეტეს, სასულიერო პირების მონაწილეობით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველა დამნაშავე რეალურად იქნება დასჯილი, თუმცა ჩვენ სპეკულაციის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ, საქმის მგრძნობიარობიდან გამომდინარე,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე – მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება
შემდეგი სტატიაუცნობი სიმართლე „ციხის კადრებზე“ – ტელეკომპანია „იბერიას“ სკანდალური ექსკლუზივი