“იმედი მაქვს გამოძიება სწრაფად დაადგენს დამნაშავეებს… არც ბესელია და არც სხვა არ გაჩერდება და არ დაყრის ფარ-ხმალს”- თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.
“იმედი მაქვს გამოძიება სწრაფად დაადგენს დამნაშავეებს და დააკავებენ. მსგავსი კადრების გავრცელება მიზნად ისახავს ქალების ტერორს. არც ბესელია და არც ამგვარი ფაქტის მსხვერპლი არც ერთი ადამიანი არ გაჩერდება და არ დაყრის ფარ-ხმალს”- აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანი თვლის, რომ ვისზეც არ უნდა გავრცელდეს მსგავსი შინაარსის კადრები, ეს საყოველთაო დაგმობისა და პროტესტის საგანი უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშიმეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო
შემდეგი სტატიასერგო ვარდოსანიძე ილარიონ ალფეევს პასუხობს