“იმედი მაქვს, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია”, – თამარ კორძაია გოგი თოფაძის ბრალდებებზე

მრეწველების ლიდერისგან გოგი თოფაძისგან, მის გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ რესპუბლიკელები.

თამარ კორძაიას განმარტებით, აუცილებელია გოგი თოფაძემ წარმოადგინოს მტკიცებულებები, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის დოკუმენტაცია გააჩნია, საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

„ეს ინფორმაცია რაც გავრცლედა საქართველოს და მსოფლიოს მიერ, იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ზუსტი ინფომრაცია და ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი გოგი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს და იტყვის საკუთარ მოსაზრებებს, დააზუსტებს. ვაცნობიერებ, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა. ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება მართებს ბატონ გოგის და არა ჩვენ,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საგაზეთო ინტერვიუში მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე, თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.

banner
წინა სტატიაში,,„მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვა ვადამდელი არჩევნების გარეშე უნდა მოხდეს“
შემდეგი სტატია“ჩვენ ვითხოვთ ამ უსამართლო საარჩევნო სისტემის შეცვლას“