“იმედი მაქვს, დღევანდელ ჩემს გამოსვლაში თუ არ მოგეწონათ ჩემი პათოსი, გამაკრიტიკებთ კიდეც”

იმედი მაქვს, დღევანდელ ჩემს გამოსვლაში თუ არ მოგეწონათ პათოსი, გამაკრიტიკებთ კიდეც, თუ კითხვას არაგონივრულად ვსვამ, პასუხებიც გექნებათ და საფუძცელიც გექნებათ, რათა გაამყაროთ ჩემი დამოკიდებულება, რომ მართლაც დიდი გარდაქმნა მოხდა საქართველოში,- ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

„რაც მოხდა 4 წლის განმავლობაში, სად იყო ქვეყანა, სად ვართ დღეს. გაუფორმებელი დიქტატურის შემხედვარე ვიყავით, დღეს კი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, მისი დონის მხრივ კონკურენციაში ვართ ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან ხშირად ბევრ ძალიან მაგარ ქვეყანას ვჯობნით. დემოკრატიული ღირებულებებით, რაც ადამიანის უფლებებზეა დაფუძნებული. ეს საქართველოში მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ მკვეთრად ვერ შეიცვალა ეკონომიკა. მკვეთრად ვერც შეიცვლებოდა. მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება, გაჩნდა იმედი, რასაც თქვენ ყველაზე კარგად ხედავთ. ქვეყანა თუ ასე გააგრძელებს, გაჩნდება შანსი, რომ სულ მომავალზე არ ვისაუბროთ, ჩვენ შეგვიძლია, აწმყოთი ვიამაყოთ უახლოეს 10-15 წელიწადში, თუ ასე თანმიმდევრულად განვვითარდებით. ყველაზე მეტად ამის დანახვა შეგიძლიათ თქვენ და ისევ რიტორიკულ კითხვას გავიმეორებ – რამდენად ახერხებთ და საზოგადოებას აცნობთ თქვენს ხედვებს, რამდენად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა თანმიმდევრულები დარჩეთ და აღარ მოვძებნოთ რაღაც გაუგებარი ძალა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, ვაკრიტიკოთ, სულ ჩასაფრებული ვიყოთ, რომ რამე არ შეეშალოს, მაგრამ შეფასებებში ვიყოთ ობიექტურები და საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ სწორი ორიენტაცია გააკეთოს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: საზოგადოების ერთ ნაწილს უჭირს ისევ, როგორც უჭირდა, თუმცა აშკარა პერსპექტივა გაჩნდა