“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ რეჟიმის დასამარცხებლად პოლიტიკური ერთიანობაა საჭირო და ამბობს, რომ ამ ერთიანობას დღეს გამოწვევა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით:
“კოალიცია ცვლილებისთვის” არის ერთ მუშტად შეკრული და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. განაგრძობს იმ შემართებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩვენი სამი ლიდერისგან : ზურა ჯაფარიძისგან, ნიკა მელიასგან და ნიკა გვარამიასგან. ისინი საკუთარი პრინციპული გადაწყვეტლებით, რომ არაფრის ფასად არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, დღეს არიან პატიმრობაში.
ეს არის ბრძოლის ნაწილი იმიტომ, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს და ახანგძლივებს ამ რეჟიმს. შესაბამისად, ისინი შიგნიდან, ჩვენ გარედან ვაგრძელებთ ამ პრინციპულ ბრძოლას.
პრინციპული ბრძოლა სამ რამეზე დგას. ერთი, ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, კოალიცია, ვართ მათ გვერდში. ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდში და გავაგრძელებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლას.
მეორე – ეს არის პოლიტიკური ერთიანობა, პოლიტიკური სპექტრის, ოღონდ ერთიანობა სტრატეგიული ამოცანის გარშემო, რეჟიმთან ართანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას დღეს აქვს გამოწვევა, ეს არის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები, რუსული რეჟიმის მიერ მოფიქრებული, გამოგონილი ყალბი პროცესი.
ამიტომ, მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, „ლელოსთან“ ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ჩვენ დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად ისევე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არშესვლით, კომისიასთან ართანამშრომლობით დაიხურება ეს ყალბი თვითმმართველობის თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში.
სწორედ ამ ართანამშრომლობით, არლეგეტიმაციით ამ რეჟიმის ჩვენ მივაღწევთ როგორც შიდა, ასევე გარე ზეწოლას რეჟიმზე, რაც საბოლოო ჯამში, მათ ჩამოშლის“ -აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია

















