იმედი მაქვს, ამ დოკუმენტით პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ – ბაქრაძე

“დოკუმენტი, რომელიც უნდა წარმოადგინოს ბატონმა დანიელსონმა, აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ დღეს შეთანხმება იქნება შესაძლებელი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ისაუბრა, სადაც ამ წუთებში ორმხრივი შეხვედრა იწყება.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის დასრულება სჭირდება.

ის რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს. ვხედავთ რა ხდება ქვეყანაში, როგორ უფასურდება ლარი, ძვირდება საწვავი, როგორ იზრდება უმუშევრობა, უმძიმესი მდგომარეობაა ეკონომიკაში და ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკური კრიზისი. სწორედ ამ განწყობით ვარ მოსული, გულწრფელად მინდა იმედი მქოდეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც წარმოადგენს დღეს ბატონი დანიელსონი, იქნება მისაღები ორივე მხარისთვის, – თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძე ამბობს იმასაც, რომ “ქართული ოცნების” კრიზისის მოგვარების ხედვებზე პესიმისტურადაა განწყობილი”.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მმართველობის კატასტროფული შედეგია – ბოკერია სენატორების განცხადებაზე
შემდეგი სტატიამინაშვილი: იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან, ორი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება