”იმედი გვაქვს, რომ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ვარშავის სამიტისგან პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ”

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ვარშავის სამიტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან დიდ პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავდმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის.

„ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ რომ ამ ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენება შევძლოთ. ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გვაქვს ნატო-ს მხრიდან და წევრი ქვეყნებისგან. ეს ყველაფერი მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სადაც ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად იქნება ჩართული“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: დღეს ნატო-ს წინაშე ერთიანები წარვდექით
შემდეგი სტატიაიან კელი: სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნებაში მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს