გიორგი ვაშაძე: იმედი არ მაქვს, რომ რაიმეს შეცვლის უზენაესი სასამართლო

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

პოლიტიკური მოძრაობა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება უკიდურესად რთულ და ცუდ მდგომარეობაშია.განცხადება ვაშაძემ რუსთავი 2-ის საქმის კომენტირებისას გააკეთა:

“გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არავისთვის უცხო არ არის. ამ გადაწყვეტილებას ელოდა აბსოლუტურად ყველა. სამწუხარო ის არის, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის უკიდურესად რთულ და ცუდ მდგომარეობაში. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია სასამართლოს რეფორმა მაგრამ ახლა მაქსიმალურად მნიშვნელოვანია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რომ ოპოზიციური მედია არსებობდეს წინასაარჩევნო პერიოდში. დაველოდოთ უზენაეს სასამართლოს, სადაც გასაჩივრდება თუმცა ამ პირობებში პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რაიმეს შეცვლის უზენაესი სასამართლო“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია“ის რაც ჩვენ ვნახეთ კატასრტროფა იყო,”-ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს