“იმედგაცრუებული ვართ… მზად ვართ, დაგეხმაროთ”

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და გერი ქონოლი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

“დღევანდელი ახალი ამბავი, რომ ქართული ოცნება გადის 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიის წინაშე მდგარ განგრძობად გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენების ასეთი განვითარებით და, ერთი მხრივ, ოპოზიციური პარტიების უარით, შეუერთდნენ შეთანხმებას და, მეორე მხრივ, საერთო პოლიტიკური პოლარიზაციით თბილისში.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან გადადგან ნაბიჯი, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის მისი დანგრევის ნაცვლად.

მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაჭრა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი. ისინი, ვისაც სურს საქართველოს დემოკრატიის ჩავარდნის ხილვა, თამამდებიან, როდესაც პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითებს იშვერენ და კონსპირაციებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, როგორც შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ მათ საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენაში”, – წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: ჩვენ ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან
შემდეგი სტატიაზალკანიანი: სპეკულაციები, აბსოლუტურად იაფფასიანი სპეკულაციებია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან