იმედა კლდიაშვილმა “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა.

ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

“ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.

ეხლა ახალი ეტაპი იწყება – არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადას პარტიულ საქმიანობას.

1. პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მე არ მაქვს.

2. იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ გირჩი – მეტი თავისუფლებას. დიდი მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერდით ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში”, – წერს კლდიაშვილი.

წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძე – მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან
შემდეგი სტატიაროდესაც ომბუდსმენი ჩაერთვება იმ მესიჯბოქსში, რასაც ნაცმოძრაობა ალაგებს, ბუნებრივია, მას გავაკრიტიკებთ – მდინარაძე