იმდენჯერ უნდა ვაგოროთ ალტერნატიული კოალიციური პოლუსის ლოდი, სანამ ნორმალურ მრავალპარტიულობამდე არ მივალთ-დავით ბერძენიშვილი

ამ ქვეყნის ხელისუფლებას რომ არ აქვს მომავალი,ეს დაადასტურა სწორედ არჩევნების შედეგებმა-ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი წერს.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არჩევნების პირველი ტურის აქტიურობას აფასებს და აცხადებს,რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ნორმალური აქტივობა დაფიქსირდა.

,,ნორმალური აქტიურობა იყო, არანაკლებ 60% მივიდა არჩევნებზე ( ქვეყანაში ბოლო აღწერით ცხოვრობს 3.7 მლ ადამიანი, ამომრჩეველთა ზედა ჭერი ქვეყანაში 2.8 მლ- ია და 1.67 მლ მივიდა. მისულთა 62% – მა ხმა მისცა ხელისუფლების წინააღმდეგ. ქოცების 38%, როცა მათ პარტნიორად ჰყავთ პატრიოტთა ალიანსი, დიდი ვერაფერი ნამატია. სასტარტო პოზიციები არანაცქოცების პირობითი გადანაწილებით არის მინიმუმ 55/45 ვაშაძის სასარგებლოდ. ახლა გადარეული ატამანი შვილმკვდარი მშობლების ამ კოშმარულ აქციას იწყებს- ეს გამაჟრიალებელი ქმედება არც ელექტორალურად წაადგება ბიძინას- უფრო პირიქით. ასე რომ, ქვეყანას სწორედ პერსპექტივა აქვს. “-წერს დავით ბერძენიშვილი

მისივე თქმით, ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი მრავალპარტიულობა იქნება.

,,წრეზე ვტრიალებთ? შესაძლოა.. ლპობას მაინც ჯობია. მიშას კოალიციაც და ბიძინას კოალიციაც ჯობდა გვიანდელ ერთპარტიულ(უპარტიო) მიშას და ჯობია ახლანდელ ერთპარტიულ( უპარტიო) ბიძინას….ჭაობიდან მაიც ამოდის ასეთ დროს ქვეყანა….იმდენჯერ უნდა ვაგოროთ ალტერნატიული კოალიციური პოლუსის ლოდი, სანამ ნორმალურ მრავალპარტიულობამდე არ მივალთ…ახლა მეტია შანსი, ვიდრე აქამდე იყო…ახალი მზეჭაბუკი კი არ გამოჩენილა, პოლიტიკური პლიუს/ მინუსებით დატვირთული ადამიანების და ჯგუფების თანამშრომლობის ფორმატი იქმნება… არის სხვაობა.”-აცხადებს ბერძენიშვილი

 

 

banner
წინა სტატიაშიდახურული შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში – კახა კალაძე თბილისის საკრებულოს წევრებს და გამგებლებს ხვდება
შემდეგი სტატიასოფელ მატანში დაუდგენელმა პირებმა საფლავები დაარბიეს