“იმდენი ვისაუბრე ზეწოლებზე, რომ ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და იმედია მათაც არ დაკითხავენ პროკურატურაში”

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

თუ უცხოელებსაც დაკითხავენ, შეიძლება მათაც მისცენ ჩვენებები რასთან დაკავშირებით იყო ზეწოლები – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. გიორგი პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამ განცხადების გაკეთების გამო უცხოელებს არ დაკითხავს.
“იმდენი ვისაუბრე ზეწოლებზე, რომ ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და იმედია მათაც არ დაკითხავენ პროკურატურაში. თუ დაკითხავენ შეიძლება მათაც მისცენ ჩვენებები, რასთან დაკავშირებით იყო ზეწოლები. ამ იდეამაც გაიჟღერა”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
„ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან“, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“საგზაო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ელემენტი იქნება ჩვენი სატრანზიტო-ისტორიული ფუნქციის აღდგენისას”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ორი წლის განმავლობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2,874 402 მ² ფართზე ჩატარდა