„იმდენად შეშინებულები არიან, რომ იმასაც ვერ ბედავენ, თბილისში ჩაატარონ ინაუგურაცია” – ზაალ უდუმაშვილი

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის, თელავში ჩატარების გადაწყვეტილებას ეხმაურება. უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და ვერ ბედავს, რომ ინაუგურაცია თბილისში ჩაატაროს.

„იმდენად შეშინებულები არიან, რომ იმასაც ვერ ბედავენ, თბილისში ჩაატარონ ინაუგურაცია თავისი დანიშნული პრეზიდენტის. დარბიან ქალაქ-ქალაქ, არჩევენ, სად უფრო უსაფრთხო იქნება. ახლა, თითქოს თავს დავესხმებით ჩვენ „მადამ პიურეს“. ვინ არის ახლა გამარჯვებულის პოზიციაში? გამარჯვებულის პოზიციაში არის ოპოზიცია და ხალხი და დამარცხებულის პოზიციაში არის ხელისუფლება, რომელსაც ინაუგურაციის ჩატარებისაც კი ეშინია დედაქალაქში,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი : თუ საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო თემატიკაზე კითხვები აქვს, ქართული მხარე მზად არის, კანონმდებლობა დახვეწოს