“იმდენად სერიოზული საქმეა იძულებული არიან გადააყენონ”

ლაშა გოგიას გადადგომას ზუგდიდის მერის თანამდებობიდან, ოპოზიციაში ეხმაურებიან. “საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადაფარვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო და გოგია თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა.

“‘​როცა არჩეული პირი თანამდებობას ტოვებს ისე, რომ ერთი წელიც არ არის გასული, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მოუყვეს საზოგადოებას თუ რა ხდება. როგორც წესი, საკუთარ კორუმპირებულებს ხელისუფლება და სუს-ი არ სჯის და ყოველთვის უნდათ გადაფარონ, მაგრამ იკვეთება, რომ იმდენად რეზონანსული და სერიოზული საქმეა ეს ნაცადი ხერხი არ გამოვა და იძულებული არიან წავიდნენ ამ ნაბიჯზე და გადააყენონ. საზოგადოებამ, უნდა იცოდეს თუ რას ჩადის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული მათი დახმარებით არჩეული ადამიანი და როგორი კორუფციის ჭაობში ჩავარდა ქვეყანა“-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში„არა მარტო ქართული, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება“
შემდეგი სტატია„თბილისობა“ წელს 6-7 ოქტომბერს ჩატარდება