იმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც – ლომჯარია “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

იმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც – ასეთი განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.

ნინო ლომჯარია დღეს ადგილზე ჩავიდა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ისმენდა გაფიცულების პრობლემებს.

ლომჯარიას თქმით, იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები და ამ საქმეს სახალხო დამცველის ოფისი სწორედ ამ კუთხით შეისწავლის:

“მე მათგან მოვისმინე ისეთი მაგალითები, რაც შეიცავს აშკარად დისკრიმინაციის ნიშნებს. ადამიანებს, რომლებსაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია არ უხდის იმის მიხედვით, თუ ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში. საუბრობენ, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე” – თქვა ლომჯარიამ

banner
წინა სტატიაშიჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიის მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და სანქცირებას ითხოვს ივანიშვილის, რომელმაც ხალხს დემოკრატია დაუბრუნა – კობახიძე
შემდეგი სტატიაგამომსვლელთა უმრავლესობა თვითონ იყო ფეიკის შემქმნელი – კობახიძე ევროპარლამენტის დებატებზე