“იმდენად დიდია ,,ოცნების” სურვილი ,რომ სესიაშვილის მოადგილედ კვიციანი აირჩიონ, ყველაფერზე მიდიან”
სხვა სტატიები
- “დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს”
- “ეროვნულ ღირსებაზე მიფურთხებაა, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა” -კანდელაკი ლუჟკოვის ვიზიტზე
- მამუკა მდინარაძე სახელისუფლებო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას არ ადასტურებს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტმა ვერ არჩია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ პოსტზე ,,ენმ“-ს კანდიდატის არჩევა იგეგმება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა თავად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა არ მიიღოს. სესიაშვილის თქმით, სხდომაზე დაგვიანებიტ შევიდა ირმა ნადირაშვილი და არჩევა სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა.
თავად ნადირაშვილის განცხადებით კი უმავლესობა ცდილობს კვიციანი კანონმდებლობის დარღვევით აირციონ სესიაშვილის მოადგილედ.
,,ის რაც მოხდა იყო სამარცხვინო, პატრიოტთა ალიანსს ათვისებული აქვს სამივე კვოტა იმდენად დიდია ოცნების სურვილი, რომ კვიციანი იხილონ ამ თანამდებობაზე ყველაფერზე წავიდნენ, მე მოვითხოვე განმეორებითი კენჭისყრა, მაგრამ არ დააყენეს კნჭისყრა სამწუხარო და სამარცხვინოა ეს ფაქტი,“-აცხადებს ნადირაშვილი.
ემზარ კვიციანის თქმით, ის კანდიდატურას არ მოხსნის.