იმაზე რთულადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა – მერაბიშვილის ადვოკატები არასამთავრობოებს შეხვდებიან

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ადვოკატები გამოკვლევების შედეგებს უცხოელ სპეციალისტებს გაუგზავნიან. ისინი მერაბიშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და სრულ შემოწმებას ითხოვენ.
ადვოკატების განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ადვოკატები მერაბიშვილის ხელოვნურ ინტოქსიკაციას არ გამორიცხავენ. ისინი არსებულ ვითარებას სამოქალაქო სექტორს გააცნობენ.

„შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და გავაცნობთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს ჩვენ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს იმაზე რთულადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში4 მილიონ ლარზე მეტი განათლების სამინისტრომ დანამატებისთვის დახარჯა – აუდიტის დასკვნა
შემდეგი სტატიაკობაურს დანაშაულის ადგილზე მიიყვანენ- საგამოძიებო ექსპერიმენტი