“იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელიც 4 ოქტომბერს იყო, არასდროს მიმიღია მონაწილეობა” – ლაშა ბერიძე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პოლკოვნიკი, ლაშა ბერიძე ამბობს, რომ იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელშიც 4 ოქტომბერი იყო, არასდროს მიუღია მონაწილეობა.

როგორც პოლკოვნიკმა სხდომათ დარბაზში განაცხადა, ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი, რასაც დაკავებულებს პროკურატურა ედავება, აბსურდია, რადგან განსასჯელსი სკამზე მჯდომ რამდენიმე პირს საერთოდ არ იცნობდა დაკავებამდე.

“2004 წელს პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა, ბატალიონის მეთაური ვიყავი და ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა, რადგან ის დაიღუპა და მე გადავრჩი. ახლაც ამდაგვარი გრძნობა მაქვს. ეს ხალხი ჩვენთან რა შუაშია?“ – განაცხადა ბერიძემ პროცესზე.

ლაშა ბერიძე, ბრალდებული: „მე ვარ ადამიანი, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა. ამათგან განსხვავებით, მე მართლა მოძალადე ვარ, მისვრია, დამიბომბია ქალაქები, მაგრამ იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელშიც 4 ოქტომბერი იყო, არასდროს ვმონაწილეობდი… სამი კაცი საერთოდ პირველად ვნახე ამ სასამართლოზე. როდესაც ორგანიზებულ დანაშაულზე ვლაპარაკობთ, ეს ხალხი ჩემთან რა შუაშია? 2004 წელს პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა, ბატალიონის მეთაური ვიყავი და ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა, რადგან ის დაიღუპა და მე გადავრჩი. ახლაც ამდაგვარი გრძნობა მაქვს. ეს ხალხი ჩვენთან რა შუაშია?“- განაცხადა ბერიძემ

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიარა ხდებოდა თოშხუასა და შერვაშიძის სასამართლო პროცესზე?!