იმამკულიევი: ევროპული საქართველოს იარაღი ხალხის ხმა არის, ჩვენ არ გვჭირდება სხვა იარაღი

“ევროპული საქართველოს იარაღი არის ხალხის ხმა. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სხვა იარაღი, ტყუილია”. – ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი ტაბულასთან საუბრისას On.ge-ს პასუხობს. გამოცემის ცნობით, მარნეულში, ევროპული საქართველოს კანდიდატმა მათ ჟურნალისტს აჩვენა, რომ შეიარაღებულია და საქმიანობაში ხელი შეუშალა.

ჟურნალისტის დარინა ქამადაძის თქმით, ის უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამი საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა