იმამი: „ისლამი სექს-მონების ყოლის უფლებას იძლევა!“

7უელსის ქალაქ კარდიფში, იმამმა ალი ჰამუდმა ერთ-ერთი სწავლებისას, რომელიც ახალგაზრდა მუსლიმებისთვის გაიმართა, განაცხადა, რომ ისლამი სექს-მონების ყოლის უფლებას იძლევა, – წერს Sunday Express-ი. ამასთან, იმამმა ჰადისის ინტერპრეტაცია მოახდინა, სადაც საუბარია, რომ ქვეყნიერების აღსასრულის ერთ-ერთი ნიშანი საკუთარი პატრონის მონად დაბადება იქნება.
„ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ბევრი ომი იქნება ისე, როგორც ახლა ვხედავთ. ამ ომების გამო, ქალებს ტყვედ აიყვანენ… შემდეგ, პატრონს უფლება აქვს, მასთან კავშირი ჰქონდეს, რადგან ისლამში ნებადართულია, ურთიერთობა გქონდეს ქალთან, რომელიც ან თქვენი მონაა, ან – თქვენი ცოლი,“ – განაცხადა ჰამუდმა.
იმამმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა, რომლის თანახმადაც, შვილები საკუთარ დედებს ისე მოექცევიან, როგორც – მონებს.
დასავლური მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ არც ერთ მუსლიმურ წმინდა წერილში არაა ნათქვამი, რომ ადამიანს შეუძლია, ჰყავდეს მონა. გარდა ამისა, ეს ბრიტანულ კანონებს ეწინააღმდეგება.
Sunday Express-ის ცნობით, ალი ჰამუდს უელსში ექსტრემისტის რეპუტაცია აქვს. სწორედ ის იყო იმამი მეჩეთში, სადაც სამი ახალგაზრდა ბრიტანელი დადიოდა და სამივე 2014 წელს, სირიაში ტერორისტების მხარეს საბრძლველად წავიდნენ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობის” ლიდერებმა ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
შემდეგი სტატიაოდესელმა აქტივისტებმა გეორგიევსკის ბაფთის გამო დნესტრისპირეთის მკვიდრის მანქანა დაამტვრიეს