იმ უპასუხისმგებლო ადამიანებისგან განსხვავებით, ვეცდებით ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უფლებამოსილების აღდგენას „დროებით წარმატებას“ უწოდებს.

მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული „რუსთავი 2“-ის ბედი.

„ჩვენთვის ეს არის დროებითი წარმატება. ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება საკუთრებითი დავა განვითარდება თავისი გზით, მაგრამ მანამდე „რუსთავი 2“ უნდა იყოს, როგორც ის თვლის საჭიროდ. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ. ჩვენი ფინანსური სამსახური სწავლობს ყველაფერს. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ვეცდებით ჩვენი ვალდებულებები შევასრულებთ განსხვავებით იმ ორი უპასუხისმგებლო ადამიანისგან, რომლებმაც როგორც კი გაიგეს, რომ ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი, მაშინვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაეცათ ვალდებულებები სხვებზე“, – აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლემ გუშინ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმად დავით დვალს დროებითი მმართველის უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ ეტაპზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოვალეობას კვლავ ნიკა გვარამია ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს უკრაინელი დეპუტატი უჩივის
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს აფასებს