იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, საქართველოში 12 წლის ბავშვი უკვე აიცრა – მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

„ბავშვებთან დაკავშირებით, „ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა და ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წინა სტატიაშიგაერო: ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში რეკორდული მსხვერპლია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის დავალებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე მომზადდება, გატარდება ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების კუთხით