„იმ საქმეში ერევით, რისი სწორი პასუხი ან არ იცით ან თქვენი დასკვნა წინასწარგანზრახული ბოროტებაა“ – ჩხეიძე იზორიას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ღია წერილით მიმართავს.

„ჩემს ინიციატივას “ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” მთავრობიდან მხოლიდ თქვენ გამოეხმაურეთ. არ ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს.

მეწყინის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, ვისაც უამრავი გამოწვევა აქვს საზღვრებმორღვეული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და სტრატეგიული და თუნდაც უბრალო პარტნიორის მძებნელ-შემანარჩუნებელი უამრავი პროექტი აქვს გასაანალიზებელ-განსახორციელებელი, 
წესით და კანონით, რიგითი კანონპროექტების განსახილველად არ უნდა დახარჯოს ესოდენ ძვირფასი დრო…

გამიხარდეს იმიტომ, რომ ამხელა მთავრობიდან ვიღაც რომ მაინც გამოეხმაურა!..

გულწრფელი რომ ვიყო, წყენის გრძნობა უფრო მაქვს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემს კანონპროექტს არ დაეთანხმეთ. სწორედ იმიტომ, რომ იმ საქმეში ერევით, თქვენი რომ არ არის და რომ არც უნდა იყოს.

იმ საქმეში ერევით, ბატონო მინისტრო, რისი სამართალთან მიახლოებული სწორი პასუხი ან არ იცით ( და რატომ უნდა იცოდეთ?.. ) ან თქვენი სამთავრობო დასკვნა წინასწარგანზრახული ბოროტებაა ( რაც მაინცდამაინც თქვენ რატომ უნდა გქონდეთ?!..)

ერთი სიტყვით, რაც იყო და როგორც იყო, პასუხის გაცემა თქვენ იტვირთეთ.

პასუხის პასუხს მე მოგახსენებთ.

I. რაც არ იცით.

მოგეხსენებათ, რომ ყველა შენობას საძირკველი უნდა.
ყველა ნაპირს მდინარის გადასალახად ხიდი ან ფონი.
ყველა სტრატეგიას ტაქტიკა განსაზღვრავს.

1918 წლის 26 მაისის აქტი ასეთი საძირკველი, ასეთი ხიდი, ასეთი ტააქტიკა იყო ზვიად გამსახურდიას ხელში ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის დასაფუძნებლად.

( სწორედ ისეთი ტაქტიკა, რაც 1783 წლის გეორგიევსკის აქტი იყო გიორგი მაჩაბლისა და მიხაკო წერეთლის ხელში 1918 წლის 26 მაისის მოსამზადებლად, მერე რომ ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა )

1991 წლის 9 აპრილი შენობაა , მეორე ნაპირია, სტრატეგიის გამარჯვებაა, ახალი დამოუკიდებელი ქვეყანაა.

შენობაში შესასვლელად არც ერთი ჭკუათმყოფელი საძირკველში არ ჩავა და იქ არ დარჩება იმ აღტაცებით, ჩემს ზემოთ ხომ ჩემი სახლიაო.

მეორე ნაპირზე მცხოვრები გონიერი კაცი პირველ ნაპირზე არ დაბრუნდება მასზე გადებული ხიდით და იქ არ დარჩება იმ სიხარულით, მეორე ნაპირზე მდგომ ჩემს სახლს აქედანაც ხომ კარგად ვხედავო.

ტაქტიკას, არც ერთი პროფესიონალი ოფიცერი სტრატეგიაზე მათლა არ დააყენებს იმ მოსაზრებით, რომ სტრატეგია ხომ უკვე მიღწეულიაო .

9 აპრილის ქვეყანა ახალი სახელმწიფოა, ისტორიული ხელშერკრულებებითა და აქტებით გამყარებული ახალი საქართვველო.

თუ ეს ასე არ არის, ის თქვენი კოზირი, პრეამბულა 26 მაისი, კონსტიტუციის პირველ მუხლში გადაიტანეთ აბა, თუ მაგარი ბიჭები ხართ.

ვერ გადაიტანთ.
რადგან ეგ რომ ქნათ, თავზე ჩამოგვემხობა ეს სიმწრით და სისხლით მოტანილი ქვეყანა, მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ გვაღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, უკან დაგვრჩება გაერო და ევროპარლამენტი და ვიზალიბერალიზაცია..

ამიტომ არის, რომ კონსტიტუციის პრეამბულა ვერასოდეს გახდება იმავე კონსტიტუციის პირველი მუხლი.

ამიტომ არის, რომ 26 მაისი არ არის 9 აპრილზე უპირატესი.

ამიტომ არის, რომ 26 მაისი ისტორიაა, 9 აპრილი კი დღევანდელი დღეა.

და ამიტომაც ზალპის გასროლა 12 საათსა და 20 წუთზე უნდა დაავალით ჯარისკაცებს, როცა კონსტიტუციის პირველი მუხლის 9 აპრილით გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, და არა ისტორიულ-პრეამბულურ
17 საათსა და 10 წუთზე, ჩემო გენერალო.

ასეა ლოგიკურად.
ასეა სამართლებრივად.
ასეა სახელმწიფოებრივად.

თქვენ კი ისტორიას უკუღმა ატრიალებთ ბატონო მინისტრო,
მოვლენებს თავდაყირა აყენებთ.

კარგი, დავიჯერე, რომ საძირკველი შენობა გგონიათ, აქეთა ნაპირი იქითა ნაპირში შეგეშალათ, მაგრამ ტაქტიკა და სტრატეგია როგორ უნდა აგრეოდათ გენერალ კაცს, აი, ეს კი მიკვირს და გამკვირვებია.

II. წინასწარგანზრახული ბოროტება.

ედუარდ შევარდნაძეს რომ ჟორდანიას 26 მაისი უნდა გამოეცხადებინა საქართველოსათვის საზეიმო დღედ და გამსახურდიას 9 აპრილი სულ დაევიწყებინა, და მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილი უნდა ხსომებოდა ყველას, მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნა უნდა ყოფილიყო 9 აპრილის მუდმივი თავმდევი,
ეროვნული მოძრაობის პატივისცემის ნიშნად მერაბ კოსტავას სურათი უნდა ჩამოეკიდა თავის სამუშაო კაბინეტში და ზვიად გამსახურდიას სახელი წაენაცრებინა და სულაც მიეჩქმალა, პარტიული ისტორიკოსებისთვის მემკვიდრეობის ზუსტად ის სტაბდარტი მოეთხოვა, თქვენს სამთავრობო დასკვნაში რომ წავიკითხე ახლხან, – ეს ყველაფერი გასაგებია, შევარნაძეს პირადი დამოკიდებულება გქონდა გამაახურდიას სახელისა და ღვაწლისადმი, პირადი ნეგატიური დამოკუდებულება;

პრეზიდენტი ის იყო, სამთავრობო ბერკეტები მას ეპყრა ხელთ და თავის სურვილისამებრ ჭრიდა და კერავდა.

მერე რაა, თუ ფალსიფიცირებულ უახლეს ისტორიას ქმნიდა, მერა რაა, რომ სიყალბეს სჩადიოდა, თავდაყირა აყენებსა თაობების მსოფლმხედველიბას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას, – ეს იყო მისი შურისძიება, ეს იყო მისი სახელმწიფოებრივი განზრახვა და ეს ქმნიდა თაობების მიმართ ბოროტებას.

არ მოსწონდა, არ უნდოდა გამაახურდია და მისი სახელის გაქრობასაც ესწრაფოდა…

და ახლა ედუარდ შევარდნაძე ხომ გარდაცვლილია, ცოცხალი რომც ყოფილიყო, ის ბერკეტები ხომ აღარ ექნებოდა, სიყალბეს რომ რეალობად გაასაღებდა, – ახლა ვიღას და რაღას ერიდებით? ბატონო ლევან? ახლა რატომ ვეღარ დაგითმიათ ის უკუღმართი ისტორია?..

ახლა ხომ იზეიმეთ ზვიად გამსაახურდიას 80 წლისთავი, ახლა ხომ აღნიშნეთ 9 აპრილი, როგორც დამოუკიდებლობის დღე, ახლა ხომ დაარქვით პარლამენტის სასესიო დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი, ახლა ხომ არემონტებთ ძველი ხიბულის სახლს?..

ახლა რაღა გიშლით ხელს?

ნუთუ შევარდნაძის სულიერი მემკვიდრები გაშინებთ?

თუ ასეა, მაშინ სად არის თქვენი შემართება , თქვენი შეუპოვრობა, თქვენი თავდადება და სამშობლოს ერთგული ჯარისკაცობა, საქართველოს თავდაცვის მინისტრო?!“ – ნათქვამია ნატო ჩხეიძის ღია წერილში, რომელიც დეპუტატმა სოციალლური ქსელით გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვი შოუგუს: სამხრეთ ოსეთის ხალხი მადლობელია 2008 წელს გაწეული დახმარებისთვის
შემდეგი სტატიადე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება