იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირები ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, უსამართლობა იქნება ექვს ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა – ბრეგაძე

სანდრო ბრეგაძეს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-თან ძალადობრივი ქმედებები არ ყოფილა და ე.წ. ქართული მარში მშვიდობიან აქციას მართავდა.
„იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავი არის და პარლამენტის თუ საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად, უსამართლობა იქნება, რომ 6 ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა. თუ გინებისთვის ამ ახალგაზრდებს შეეფარდებათ პატიმრობა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგა ხნის დაპატიმრებულები უნდა იყვნენ,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ე.წ. ქართული მარშის წევრების თქმით, თუ მოსამართლე დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, მაშინ სამოქმედო გეგმას პროცესის დასრულების შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმე – კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი თავს დამნაშავედ ცნობს