,,იმ პირს რომ დავაკავებთ, დიდი სიამოვნებით შეგატყობინებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო”

რაც შეეხება თქვენს კოლეგებზე თავდასხმას, თურმე იქ სუს-ის აგენტი იყო და ა.შ. ის პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც შეგატყობინებთ დიდი სიამოვნებით, – ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი გახარია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ხელისუფლება პროვოკატორ ადამიანს გზავნის, რომელიც უგულავას თქმით, სავარაუდოდ, სუს-ის აგენტია. გახარიას განმარტებით, აღნიშნული პიროვნება იმიტომ არ არის ჯერ დაკავებული, რომ მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

“რაც შეეხება თქვენს კოლეგებზე თავდასხმას, თურმე იქ სუს-ის აგენტი იყო და ა.შ. ის პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც შეგატყობინებთ დიდი სიამოვნებით. ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება ასეთი პარტივი არ არის ხოლმე. თქვენ დროს უბრალოდ ხელს მოკიდებდნენ და ჩვენ იდენტიფიცირებას იურიდიულ პროცედურას ვეძახით. თქვენ რა დამასწარით იცით? წახვედით ტელევიზორში რაღაც ნახეთ, ამოიღეთ სურათები და მომიტანეთ. ისიც ვერ მიხვდით, სუს-ის აგენტი იყო თუ ვინ იყო. დღეს ერთი ბრიფინგი მოაწყვეთ, მერე აქ სურათები მოიტანეთ და ცირკი მოაწყვეთ. ხვალ რომ იმას დააკავებენ, მერე წაგიყვანთ, შეგახვედრებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო,”- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიბერლინმა განაცხადა, რომ აშშ-ს მასთან სირიიდან ჯარის გაყვანაზე კონსულტაციები არ გაუვლია
შემდეგი სტატიაროდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა