იმ პერიმეტრზე სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვნახეთ პირადი ნივთები, ტანისამოსი – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ შოვში, იმ ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილების ცხედრები ნახეს, სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნია პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

მისი თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის შოვში დაღუპული 18 ადამიანიდან 14 იდენტიფიცირებულია.

მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ამ დროისთვის ორი მიმართულებით გზები თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით გზა შუადღისთვის ბოლომდე იქნება შეყვანილი და აქტიურად დაიწყება სამძებრო სამუშაოები.

“დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე სადაც ეს ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს, ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება”, – თქვა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაგამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – მღებრიშვილი შოვზე