,,იმ პარტიებისგან, რომლებსაც რეიტინგი ნულს ქვემოთ აქვთ, საფრთხეს ვერ ვხედავ”

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნებისმიერი ანტისახელმწიფობრივი ქმედება, მოწოდებები და რეკლამა დაუშვებელია.

რამდენად საფრთხისშემცველია “ცენტრისტების” მოწოდებები და რიტორიკა, ამ საკითხზე სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს რეკლამა ცხადია, ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავდა. საფრთხეს ვერანაირად ვხედავ იმ პარტიებისგან, რომლებსაც ნულს ქვემოთ აქვთ რეიტინგი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად და ადეკვატურად არ ვიმოქმედოთ ყველა შემთხვევაში, გნებავთ, ეს იყოს ძალიან სერიოზულ ძალაზე ლაპარაკი, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ სრულიად არაადეკვატური და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით, თავისი რეიტინგის გამოჩენას ცდილობენ”,- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია “ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ ის უკვე შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიგუშინ, კიდევ ერთხელ განმტკიცდა რწმენა, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობით მოვა – გუგული მაღრაძე
შემდეგი სტატიასამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა