იმ მოქალაქეებისგან, ვინც მიდის არჩევნებზე და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, 37% ხმას ვაშაძეს აძლევს – Edison Research

გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ის ამომრჩევლები გამოკითხა, ვინც მიდის არჩევნებზე და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „რუსთავი 2″-ის დაკვეთით, ორგანიზაციამ მოსახლეობის ამ ნაწილს დაუსვა კითხვა, “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას,” სრული ალოკაციით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 37%;

სალომე ზურაბიშვილი – 32%;

დავით ბაქრაძე – 16%;

შალვა ნათელაშვილი – 6%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 0.

იმის დასადგენად თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა. კვლევის ცდომილბა +-3%-ია.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – 31%, ზურაბიშვილი – 28%, ბაქრაძე – 14% – Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები ალოკაციით
შემდეგი სტატიამეორე ტურის შემთხვევაში გამოკითხულდა 44% გრიგოლ ვაშაძეს, 29% კი სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს – Edison Research-ის კვლევა