7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან, ვხედავთ, რომ კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე- გეგელია

გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა აჩენს კაპიტულაციის განცდას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, როგორც ზურაბაშვილის დანიშვნა პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად, ისე, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 5 პარტიის აკრძალვის მიზნით, არის რუსული დავალების შესრულება.

„სწორედ იმავე დღეს, როდესაც ზურაბაშვილი წარადგინა კობახიძემ, მეორე ხელით დაიწყო ეს ანტიკონსტიტუციური სარჩელი 5 პარტიის წინააღმდეგ, რომლებსაც მილიონი ქართველის ხმა აქვთ. ეს არის რუსული დავალების შესრულება ბათუმში და რუსული დავალების შესრულება თბილისში, სრულ სინქრონში. იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან, ვხედავთ, რომ პრემიერი კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე და ამიტომ, აქაც, ბათუმში იმ კურსს ატარებს, რაც ახარებს რუსეთს. ეს არ არის ჩემი პოლიტიკური შეფასება, ეს არის ფაქტი. გუშინ ეს ფაქტი დაადასტურეს რუსეთის მაღალჩინოსანმა, ზატულინმა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაქო კობახიძის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსი, ისევე როგორც აქებს მას ზახაროვა“.- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიდავით ფეიქრიშვილი ,,ვივამედში” იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება