ილვესი: თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის

“ვფიქრობ, პრობლემის სათავე იმაშია, რომ აცხადებ, გსურს ტრანსატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება და შემდეგ უარს ამბობ შეთანხმებაზე, რომელიც ევროპული საბჭოს შუამავლობით დაიდო. ეს შენს სანდოობას არაფერს მატებს – ძალიან მსუბუქად რომ ვთქვა. მე ის მაწუხებს, რომ იკვეთება უფრო დიდი ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, მეორეს მხრივ ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდება.

ერთი: ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე – თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი კარგად არ მიდის. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ არსებობს რაღაც უცნაური რწმენა, რომ ამ ნაბიჯებს გავლენა არ ექნება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ ყველაფერს დამოკიდებულებაზე გავლენა აქვს.

ისეთ გარემოში, სადაც ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან ახალი წევრების მიღების მიმართ მადა ფაქტობრივად არ არსებობს, საქართველოს მთავრობა თითქოს სტაბილურად ცდილობს გააქროს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი შანსები. ევროპაში ბევრი ადამიანი და ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ნატოს გაფართოება არ სურს. ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ამ ადამიანებს უმყარებს არგუმენტებს, რომ გაფართოება ცუდი იდეაა და ამის გამო, ისეთ ქვეყანას, როგორიც ესტონეთია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, მათთვის არაფრის თქმა არ შეუძლია-აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი “ამირიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ტომას ილვესის განმარტებით, ტომას ილვესის განმარტებით, თუ ქვეყანამ მეგობრების ხმა არ გაიგო, მას მტრის მოსმენა მოუწევს.

“თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის. ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს შიდა ბრძოლები სწორედ დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით და ევროკავშირს არანაირად არ სურს ამ მიმართულებით დამატებითი თავისტკივილი გაიჩინოს. რატომ უნდა გეშინოდეთ დამოუკიდებელი სასამართლოსი? მითუმეტეს მაშინ, როცა ეს იმ ლიგაში მოგაქცევთ, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან? დამოუკიდებელი სასამართლოს შიში არანაირი საღი აზრის ქვეშ არ ექცევა – არანაირი. იმიტომ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება – დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანონზე დაყრდნობით და არა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის მთავრობაში”, – თქვა მან.

ილვესი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასაც გამოეხმაურა – მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ხელისუფლება ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდეს.

“დემოკრატიების უსაფრთხოების ალიანსის” დირექტორი, ლორა თორნტონი კი ამბობს, რომ უკმაყოფილება გროვდება და მოდის დრო, როცა მეგობრებმა შეიძლება თქვან, რომ ეს უკვე საკმარისია და საქართველოსთან ურთიერთობას გადახედონ.

წყარო: ამერიკის ხმა

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შემდეგი სტატიაილვესი: ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი არ უნდა მოაწყოს