ილონა თოდუას დავუძახე ადეიშილის ნარჩენი – იუსტიციის საბჭოს სხდომა ანა დოლიძემ დატოვა

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ილონა თოდუას უსმენენ. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატია. პროცესი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დატოვა. მან თვითაცილება მოითხოვა. მიზეზად კი მის მიერ ილონა თოდუას მისამართით გაკეთებული განცხადებები დაასახელა. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ის ობიექტურ შეფასებას ვერ შეძლებს, ამიტომ დატოვა საბჭოს სხდომა.

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შემადგენლობასა და კონკურსში გამოდიან მაზლები, სიძეები, ყველანაირი ტიპის ნათესავები და საბჭოს მოსამართლეებს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. მე ვამკვიდრებ ახალ სტანდარტს და მოვუწოდებ მათ, შეასრულონ იგივე. აზრი გამოთქმული მაქვს, რა ილონა თოდუასთან დაკავშირებით, მე მას ადრე დავუძახე ადეიშვილის ნარჩენი, და ვგულისხმობ მის მოღვაწეობას სასამართლოში იმ პერიოდში როდესაც იყო რეპრესიული პოლიტიკა მათშორის ოპონენტების მიმართ. მე დღეს თავი ავიცილე და გადავწყვიტე, რომ რადგან ვერ ვიქნები მიუკერძოებელი ამ პროცესში, კანონის შესაბამისად, მონაწილეობა არ მივიღო მის გასაუბრებაში. იგივეს მოვუწოდებ ირაკლი შენგელიას, თამარ ონიანს იმიტომ, რომ ისინი საკუთარ ნათესავებთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც კიდევ უარესია,“ – განაცხად ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიძალიან უხამსი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ მისი მხრიდან – ოხანაშვილი ბესელიას განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად მივიდა