Tesla-სა და Space X-ის ხელმძღვანელმა, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მრჩეველმა – ილონ მასკმა Twitter-ზე გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მილიონობით ადამიანი მოკლეს საჯარო მოხელლეებმა და არა ადოლფ ჰიტლერმა, იოსებ სტალინმა ან მაო ძედუნგმა. პოსტმა 1,2 მილიონი ნახვა და 16 ათასი მოწონება დააგროვა.
ეს გაკეთდა ტესლას წინააღმდეგ ბოიკოტის და ამ ელექტრომობილების მფლობელების მიმართ მოწოდებების ფონზე – გაყიდონ ტესლას ავტომობილები. სან-ფრანცისკოში პლაკატებიც კი იყო გაკრული „სვასტიკამობილების“ მოშორების მოთხოვნით.
მანამდე მასკი უკვე გაეხვა სკანდალში ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიების დროს ნაციზმზე ხუმრობის გამო. მილიარდერმა უარყო ბრალდებები და თქვა, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერებს „გულითად მადლიერებას“ უცხადებდა, მაგრამ მისი პასუხები ანტიდიფამაციურმა ლიგამ (ლიგა, რომლის მიზანია ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის ყველა ფორმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სასამართლოებშიც) დაგმო.
მასკის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის შესახებ ბრალდებები 2023 წელს დაიწყო, როდესაც ის დათანხმდა პუბლიკაციას, რომელიც შეიცავდა ებრაელების შესახებ უარყოფით განცხადებებს. ამის შემდეგ რამდენიმე რეკლამის განმთავსებელმა დატოვა Twitter.
მასკმა, რომელმაც 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში, ასევე გამოიწვია კრიტიკა ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიებთან კავშირით. ღონისძიებაზე – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მან თქვა, რომ აუცილებელია გერმანელებმა წარსულში დატოვონ „დანაშაულის გრძნობა“ , რაც ბევრის მიერ ნაცისტური რეჟიმის რეაბილიტაციად იქნა აღქმული.
ამავდროულად, ისრაელის ხელისუფლებამ მიიწვია ტესლა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ისრაელის მაღალჩინოსნებისთვის ელექტრომობილების მიწოდებაზე. JNS-თან ინტერვიუში ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მასკის „ვოუკ-იდეოლოგის“ გამო Tesla-ს წინააღმდეგ ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა.