დონალდ ტრამპზე განაწყენებული ილონ მასკი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეფშტეინის ფაილები არ გამოქვეყნებულა, ისაა, რომ მათში დონალდ ტრამპი ფიგურირებს. ამასთან დაკავშირებით მასკი “დიდი ბომბის” აფეთქებით იმუქრება.
„დიდი ბომბის აფეთქების დროა: დონალდ ტრამპი ეფშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგი დღე გქონდეს, დონალდ!“, – წერს ილონ მასკი.
შეგახსენებთ, ფინანსისტ ჯეფრი ეფშტეინს ბრალი სექსუალური ტრეფიკინგისთვის წაუყენეს. ის ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის პოლიტიკოსებთანაც მეგობრობდა. ეფშტეინმა ციხეში, სასამართლო პროცესის მოლოდინში, თავი მოიკლა.