ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, ილონ მასკი, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ერთ-ერთ კიბუცს ეწვია, რომელსაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს.

კიბუცში ილონ მასკმა მოისმინა ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ბრიფინგები „ჰამასის“ მიერ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ვიზიტამდე ილონ მასკი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს.

banner
წინა სტატიაშიქალის მიმართ ძალადობა, მუქარა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა – კაბუს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი – რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს