ილონ მასკი – ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უაზრო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა.

„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დაგეგმილი დრო დასასრულს მიუახლოვდა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უაზრო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის. აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, – წერს ილონ მასკი.

როგორც თეთრის სახლის წარმომადგენელნმა „როიტერს“ განუცხადა, გადაწყვეტილება მასკის გათავისუფლების შესახებ ძალაში დღეიდან შევა.

banner
წინა სტატიაშიორ კვირაში მეცოდინება, უნდა თუ არა ომის შეწყვეტა პუტინს, – დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიამარკო რუბიო – გერმანიის ახალი მთავრობა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს ქმედებებით პასუხობს