ილიაუნის სტუდენტური: ვფიქრობთ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეჟიმის იზოლაცია და მისი დარღვევისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი ჩვენთვის ღალატს უდრის

“ჩვენ, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობას, აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და დღეს, პარტია ლელოს გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ ერთხელ, აუცილებლად, მიგვაჩნია, ჩვენი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა.
ვფიქრობთ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეჟიმის იზოლაცია და მისი დარღვევისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი ჩვენთვის ღალატს უდრის. ეს არის ღალატი 218 დღიანი უწყვეტი პროტესტისა, ღალატი პოლიტპატიმრების და ღალატი ამ ქვეყნის 70%-ის, რომელიც მომავალი ე.წ. არჩევნების ბოიკოტის მომხრეა.
არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რუსული რეჟიმის მიერ მოწყობილი არჩევნებად წოდებულ ფარსში და ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც „სისტემურ ოპოზიციად“ და რეჟიმის სასურველ დეკორაციად იქცა.
გვჯერა, რომ გამარჯვება არა თანამშობლობაში, არამედ ჩვენს პრინციპულობაშია.
ძალა ერთობაშია!
ძალა სტუდენტების ერთობაშია!“ | წერს “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა“ სოციალურ ქსელში

\ დღეს “ძლიერ საქართველოში’ განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა
შემდეგი სტატია„სართული – ახალი თაობის ძალა“: როცა ქვეყანა მიტაცებულია და 60-ზე მეტი ჩვენი თანატოლი უკანონო პატიმრობაშია — შეუძლებელია საუბარი სკამებზე და არჩევნებზე