ილიაუნის სტუდენტებმა პარლამენტის უკან აქცია-პერფორმანსი გამართეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის უკან აქცია-პერფორმანსს მართავენ და “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ეხმიანებიან.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისევე როგორც “ქართულმა ოცნებამ” მათაც ჩაატარეს თავიანთი არჩევნები, დაიწერეს შედეგები და ითხოვენ, რომ პარლამენტში შეუშვან მთავრობის დასამტკიცებლად, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდი სწორედ ამას აკეთებს.

“დღეს ჩვენ გამოვდივართ პარტია “სიბრძნე-სიცრუისა” სახელით. ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, არჩევნებზე მოვიდა მოსახლეობის უმრავლესობა და ამ უმრავლესობიდან 50%-ზე მეტმა დაგვიჭირა მხარი. საარჩევნო კომისია დავაკომპლექტეთ ჩვენ და შედეგები დავიწერეთ ჩვენით. ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ და ხალხი არ გვაღიარებს, რა თქმა უნდა, არალეგიტიმურები ვართ ხალხის თვალში, ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვაღიარებენ, არ გვაღიარებს პოლიტიკური პარტიები, არცერთი გარდა ჩვენი, ასევე არ გვაღიარებს პრეზიდენტი, მაგრამ ვაღიარებთ ჩვენ თავს. თქვენ დაგისვამთ კითხვას, ვართ თუ არა ლეგიტიმურები? ჩვენი აზრით, არა, ჩვენ არ ვართ ლეგიტიმურები არავის თვალში.

ეს კითხვა თუ გაგიჩნდებათ, ეს კითხვა დაუსვით “ქართულ ოცნებას”, რადგან ზუსტად იგივე გააკეთეს რაც ჩვენ. ზუსტად იგივე გაიმეორეს, როგორც ჩვენ ვართ არალეგიტიმურები, ისე ისინი არიან არალეგიტიმურები,” – აცხადებენ სტუდენტები.

banner
წინა სტატიაში„7 ადამიანს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს“ – 2 პირს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა