ილიაუნის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების მხარდამჭერ აქციას მართავენ

ილიას უნივერისტეტთან ილიაუნის სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. ილიაუნის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ მოთხოვნებს იზიარებენ.
აქციის მონაწილეები ცოტა ხანში “ილიაუნიდან” თსუ-ში აპირებენ გადანაცვლებას, სადაც იქ მყოფ სტუდენტებს შეუერთდებიან.
“სამართლიანია თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნები და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.
მსგავსი პრობლემა არის თითქმის ყველა უნივერისტეტში, ასევე ილიაუნშიც. შესაბამისად, სოლიდარობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიზიარებთ თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნებს და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოვუწოდებ შეუერთდნენ აქციას”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი კომახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე კონფლიქტოლოგებს ხვდება
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვაში ლიდერი ქვეყანაა