ილიაუნის რექტორის მოადგილე: საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სწავლების დარგში გიორგი გვალია მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას.

“წარმოუდგენელია, რომ ამგვარი უმაღლესი შეფასების მქონე დასკვნის პირობებში საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. მეორე, გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით გადაწყვეტილებას ეს დებულება არ ცნობს. მესამე მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის, რომ ჩვენ როდესაც სხდომაზე ვთხოვეთ სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს განემარტა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გარემოებები, მისგან და ასევე ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლისგან იყო უარყოფითი პასუხი. რეალურად მათ არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩვენთვის გარემოებები აეხსნათ. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად,” – განაცხადა გიორგი გვალიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
შემდეგი სტატია270-მა მოსამართლემ მიიღო და თანამდებობაზე, ოთხი წლის ვადით, ირაკლი ბონდარენკო, ქეთევან ცინცაძე და რეზო ნადარაია დანიშნა