ილიაუნის ლექტორის მკვლელობის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილი ქმრის მიერ, მარიამ წივწივაძის მკვლელობის საქმე წააგო.

საქმეზე მოსარჩელე პირი გარდაცვლილის დედა, თალიკო თხელიძე იყო.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მოსარჩელე მხარის შვილი (მარიამ წივწივაძე) ოჯახში ძალადობისგან და საქმეზე ეფექტური გამოძიება ვერ აწარმოა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელეს შვილი საფრთხეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ გაეტარებინათ შესაბამისი დაცვის ზომები, მათ ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობის პრევენცია მოეხდინათ, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა შესაძლოა სისტემის მარცხად შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია”,-ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი: ​გიორგი გახარიას პოლიტიკურ უტიფრობას საზღვარი არ აქვს
შემდეგი სტატიაბერლინში თურქ ჟურნალისტზე თავდასხმას იძიებენ