4.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის!”-კონსტანტინე თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების მინისტრის დაანონსებულ ცვლილებებს.

“ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის!

ილიაუნი არის საუკეთესო უნივერსიტეტი თანამედროვე საქართველოში. ადგილი, სადაც ვითარდება ნამდვილი მეცნიერება, სადაც აკადემიურ თავისუფლებას და თავისუფალ აზროვნებას მაქსიმალური ასპარეზი აქვს.

ამდენი წარმატებული პროგრამა და კვლევითი ერთეული მექანიკურად ვერცერთ უნივერსიტეტს ვერ მიუერთდება. ისინი უბრალოდ გაქრება, ჩაქრება ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის მწარმოებელი უზარმაზარი ძრავი და მასთან ერთად დაიკარგება ჩვენი საზოგადოების პერპექტივის დიდი ნაწილი.

თუ გვინდა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე ერად, სადაც იქმნება ინოვაციები და განვითარებულია მაღალტექონოლოგიური ინდუსტრიები, და არ ვიქცეთ ჩამორჩენილ პროვინციულ ჩიხად, რომლის ერთადერთი ფუნქცია მოსალხენად ჩამოსული ოკუპანტების ეგზოტიკური გართობაა, მათთვის ელარჯის წელვა და ცალ ფეხზე ხტუნვა, ილიაუნის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

უნივერსიტეტის დანგრევა ერთ დღეში მოხდება, მის მშენებლობას ათწლეულები დასჭირდება”,- წერს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია.

ინფორმაციისთვის, ცვლილებების თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე იქნება შესაძლებელი სტუდენტების მიღება, რასაც ილიაუნში პროტესტი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანის მშობლის შეტყობინების საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას განიხილავს