ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობას მართავენ.
როგორც ცნობილია, სტუდენტები მსვლელობით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი განათლების სამინისტროსთან მივლენ.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას აპროტესტებენ.
















