“ილიას სურათის წინ ალეკო ელისაშვილი არ უნდა მჯდარიყო”

rezonansi

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პოლიტპატიმრების საკითხის განხილვას მიწვევის მიუხედავად ალეკო ელისაშვილი არ ესწრება. როგორც დღევანდელ სხდომაზე ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, განხილვაზე ელისაშვილის დაუსწრებლობა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„არც იყო მოსაწვევი ის ადამიანი, კარგია რომ არ მოვიდა. აქ ილიას სურათის წინ არ უნდა მჯდარიყო,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე არდასწრების მიზეზი უკვე განმარტა და თქვა, რომ ის „მასკარადში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ელოდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პოლიტპატიმრების საკითხის განხილვას არც საპარლამენტო ოპოზიცია ესწრება.

პარლამენტში სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“პოლიტპატიმრებისთვის უნდა შეიქმნას სამართლიანი მექანიზმი”
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4921 ლარი გახდა