ილიას სახელმწიფო უნივერტიტეტის სტუდენტების ნაწილმა უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერტიტეტის სტუდენტების ნაწილმა უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო. ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა გიორგი ქადაგიძის ლექციის დასრულების შემდეგ გაახმოვანეს და ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს.

ისინი გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის ძველი სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.

ქადაგიძის განცხადებით, ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც სტუდენტებმა დაიწყეს და აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.

ამის შემდეგ სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას შეხვდნენ. შეხვედრა ხმაურიანი დისკუსიის ფონზე მიდინარეობდა, სადაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სტუდენტების ინფორმაციით, გიგა ზედანია მათ დაჰპირდა, რომ დღეს შეიკრიბება აკადემიური საბჭო, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ზედანიას გადადგომას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს