9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან აქცია “დაიცავი განათლება” მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მიქანაძის რეფორმა ჩვენთვის არის დეფორმა”; “დაიცავი განათლება, მომავალი ჩვენია”; “ავტონომია უნივერსიტეტს, არჩევანი სტუდენტებს”.

ამასთან, სტუდენტებს დაგეგმილი აქვთ მსვლელობა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიწყება და განათლების სამინისტროსთან დასრულდება.

banner
წინა სტატიაში„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტი განახორციელებს
შემდეგი სტატია“გახარია საქართველოსთვის”: ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება