პირველ რიგში, მინდა, ღმერთს მადლობა გადავუხადო. ყველაფერი, რაც მაქვს, ვინც ვარ და ვიქნები, ღმერთის დამსახურებაა, – განაცხადა UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ.
ეს კომენტარი მან ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ გააკეთა.
„მე უკვე ვთქვი, რომ MMA-ის ახალ თაობას წარმოვადგენ. ეს თამაშის ახალი დონეა და სწორედ ამას წარმოვადგენ. დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა. აქ ახლა ბევრი მშიშარა იმყოფება. არ ვიცი, ვინ არის ჩემთვის მზად, მაგრამ მე აქ ვარ“, – აღნიშნა თოფურიამ.
ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ქართველმა ჩემპიონმა ინგლისელი პედი პიმბლეტი გამოიწვია.