მრავალი წლის განმავლობაში ერთი განცდა ვიცოდი – გამარჯვება. თვრამეტი პროფესიონალური ბრძოლა მქონდა ჩატარებული. მათგან ჩვიდმეტი ღამე ისე დასრულდა, როგორც მინდოდა, ერთი კი – არა. პროფესიონალურ კარიერაში პირველად დავმარცხდი. იმ ღამეს სპორტის ის მხარეც გავიცანი, რომელიც მანამდე არასოდეს გამომეცადა: ორივე თვალბუდის მოტეხილობა, გატეხილი ცხვირის ძგიდე და ფეხი,- წერია UFC- ის ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას ავტობიოგრაფიულ ესეში.
,,მახსოვს, გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე. რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ ვიცანი სახე, რომელსაც ვუყურებდი. ვფიქრობდი: ,,შეუძლებელია. ეს მე ვერ ვიქნები.” საკუთარი თავისთვის თვალებში ყურება რთული იყო”,-წერია თოფურიას ავტობიოგრაფიულ ესეში.
ამავე ნაწერში UFC-ის ქართველი მებრძოლი დაბრუნებაზე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, არ აპირებს “მარცხის წაშლისთვის დასაბრუნებლად”.
“მე მას ვერ წავშლი და არც მინდა რომ წავშალო – ის ჩემი ნაწილია. დაბრუნება იმისთვის მინდა, რომ კვლავ გავიგო სადამდე შემიძლია მისვლა. ჩემში კიდევ არის ცეცხლი, რადგან კვლავ მიყვარს ეს გზა. ახლა ვბრუნდები ისეთი რამით, რაც მანამდე არ მქონდა, დაცემის გამოცდილებით.” – წერს ილია თოფურია წერილში.








