13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიწელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 556 720 ლარი შევიდა
შემდეგი სტატიაზახაროვა: აშშ-მა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს