ილია მეორის კურთხევით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისთვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისთვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.

„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია
შემდეგი სტატიაშოვში სტიქიას მეგი და გიგი გუტაშვილები ემსხვერპლნენ